ქართული ოცნება

ოცნების დეპუტატი გახარიას: მენეჯერის გარდა, კარგი ინფექციონისტი ხართ პოლიტიკური კუთხით

ბოლო პერიოდში ყოველდღიურ რეჟიმში ზესტაფონის მუნიცალიტეტში მქონდა შეხვედრები ფერმერებთან და ბიზნეს სექტორთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით ქმნიან დოვლათს. ერთი რამ ნათელი და ცხადია, რომ ეს ადამიანები ძალიან დადებითად აფასებენ იმ ანტი-კრიზისულ გეგმას, რომელიც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მიიღო. ის ხალხი დღეს გრძნობს, რომ ხელისუფლება მისი პარტნიორი და მეგობარია. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივ წარმოებას, დავიცვათ ადგილობრივი წარმოება, შევინარჩუნოთ და შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები. და ბოლოს, ბატონო გიორგი, გულწრფელად გეტყვით, აქამდე გიცნობდით, როგორც კარგ მენეჯერს, თუმცა დღეს ოპოზიციის განცხადებების შემდეგ დავრწმუნდი, რომ მეორადი პროფესიაც გაქვთ და კარგი ინფექციონისტი ხართ პოლიტიკური მიმართულებით.

განცხადება ქართული ოცნების წევრმა, შალვა კიკნაველიძემ პარლამენტში პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს კითხვის დაზუსტებისთვის გამოყოფილ დროს გააკეთა.

კომენტარები