სამადაშვილი გახარიას: თქვენი სულელური ფაბულა 20 ივნისის "შტურმზე" მსოფლიოში არავინ დაიჯერა

გაგიკვირდებათ ბატონო გიორგი, მაგრამ თქვენი ეს ცოტათი სულელური ფაბულა, რომ 20 ივნისს აქ შტურმი ხორციელდებოდა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, მსოფლიოში არავინ დაიჯერა.

ამიტომ მოგიწოდეს ორი რამ: გამოიძიოთ დანაშაული, რომელიც მათ შორის თქვენი მითითებით ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მიანიჭოთ დაზარალებულის სტატუსი იმ ადამიანებს, ვისაც ასევე თქვენი მითითებით დაუშინეს ცხოველებზე სანადირო ტყვიები. და მოგიწოდეს, გაათავისუფლოთ პატიმრობიდან ის ხალხი, ვინც დააპატიმრეთ 20 ივნისის შედეგად, მათ შორის, დიახ, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

ამას მოგიწოდებენ ჩვენი მეგობრები. და ჩვენს მეგობრებში ვგულისხმობ ამ ქვეყნის მეგობრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგად ხედავენ, რომ თქვენი ხელისუფლების დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი და რეალობა ყოველდღიურად ერთმანეთთან არის აცდენილი.

რეალურად, თქვენს ხელისუფლებას არ აინტერესებს მაგალითად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გეოპოლიტიკური ინტერესები, თქვენი საკუთარი კორუმპირებული ინტერესები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ფარული შეთანხმებები გაზპრომთან, რომელიც დღეს კიდევ ერთი გამჟღავნდა.

ამ ყველაფრის დონზე, დიახ, ჩვენი მეგობრები, ის მეგობრები, რომლის მოპოვებასაც დაუთმო არაერთმა ადამიანმა ძალიან ბევრი წელიწადი, მაშინ როცა თქვენ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდით მოსკოვში, ჩვენი მეგობრები დღეს არიან შეშფოთებულები და ელოდებიან იმ ნაბიჯებს, რომელიც მათ დაარწმუნებს, რომ ეს ქვეყანა არ არის საბოლოოდ აცდენილი იმ განვითარების გზას, რომელიც მათ სურთ საქართველოსთვის - დემოკრატიული განვითარების გზას.

სწორედ ამიტომ მოგიწოდებენ ისინი, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათი შეშფოთება უსაფუძვლოა, ძალიან კარგი შესაძლებლობა გაქვთ, დაამტკიცოთ, რომ მათი შეშფოთება არის უსაფუძვლო. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი რამ - შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმება.

მე შემიძლია, ამ დარბაზში დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურო -  ჩვენ ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, როგორც კი გათავისუფლდება ციხიდან დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა

ენმ-ის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გიორგი გახარიას მიმართა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები