წულუკიანი ბოკერიაზე

წულუკიანი ბოკერიაზე: როდესაც მხედავს, ემართება ბნედა

არ არის უჩვეულო მისგან ამ ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა, უბრალოდ, დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია...ესენი არ იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი “ნაციონალები”, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული "ნაციონალები", ბოკერიას თამადობით, რომლებიც სამწუხაროდ, იქ მიკროფონები არ იყო და შეიძლება, ხალხს არ ესმოდა, საყვედურობდნენ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ჯარიმები, ოდენობები მაღალი რომ არის, ამას კი არ ვაპროტესტებთო, იმას ვაპროტესტებთ, ბატონი სერგი კაპანაძე და ბოკერია ყვიროდნენ, ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო. ისინი და ბატონი გიგა რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მე, მართალი გითხრათ, ვერ ვიდარდებ

იუსტიციის მინისტრი გიგა ბოკერიას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა. მანამდე ბოკერიამ წულუკიანის განცხადებები გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორების შესახებ. მან პრემიერ გახარიას ჰკითხა, უპირებდა, თუ არა წულუკიანს გადაყენებას. "გამოგიგზავნოთ ტვ პირველზე ამ ელექსირის გამოსვლის? თუ ციტატა წაგიკითხოთ? - "თითებს ვიჭამდი ეს ორი რომ გარეთ გამოუშვეს, ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან". ლელთ ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის. რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია ქვეყანა. ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ეგეთი სამარცხვინო განცხადებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ჩვენი მეგობრების კრიტიკას მტრული სახელმწიფოს ოკუპაციასთან და ილია ჭავჭავაძეს იხსენებს. აი, ახლა შეგიძლიათ უთხრათ, რომ გადაყენებულია? თუ არა?", - ჰკითხა გახარიას ბოკერიამ. მან წულუკიანი ბოღმის ელექსირადაც მოიხსენია.

კომენტარები