ლუგარის ცენტრი

გამყრელიძე ონიშენკოს: მოეშვით ამ "ველიკა დერჟავულ" ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ

ბატონო გენადი, ბევრჯერ შევხვედრივართ, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას?! გეუბნებიან, გავალებენ, რომ ეს თქვიო, სამჯერ დაგპატიჟეთ, ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს. კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში. მოეშვით ამ "ველიკა დერჟავულ" ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ, თუ გნებავთ, საერთაშორისო მისიებთან ერთად.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს კითხვაზე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო ითხოვენ ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ რუსი ექსპერტების დაშვებას ყველა დონეზე. გამყრელიძე ამბობს, რომ ონიშენკოს კარგად იცნობს.

კომენტარები