კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: ზღვაზე დასვენება სახიფათო არაა, ოღონდ არ დაგავიწყდეთ ფიზიკური დისტანცირება

ზღვაზე დასვენება თავისთავად რისკის შემცველი არ არის, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ფიზიკური დისტანცირება აუცილებელია. ზღვაზე დასვენება არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ახლო დისტანციაზე ვიყოთ ადამიანებთან, მით უმეტეს თუ ისინი თქვენი ოჯახის წევრები არ არიან და გარეშე ადამიანები არიან, ან არ იცით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან თუ იცით, რომ ადამიანი არ არის ჯანმრთელი, ეცადეთ, რომ მისგან დისტანცირდეთ.

იგივე შეზღუდვები უნდა იყოს გათვალისწინებული პლაჟზე შეზლონგების განლაგების დროსაც. მე როგორც ვიცი აჭარის ხელისუფლების მიერაც მუშავდება დამატებით რეკომენდაციებს ამ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ამ შეზლონგების დასუფთავებას, გაწმენდას ყოველი მოხმარების მერე. ნებისმიერი ჩვენგანიც უნდა იყოს ფრთხილად შეზლონგების გამოყენებისას, ზღვაში ბანაობისას… თვითონ ზღვის წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საფრთხის შემცველია ადამიანის მიერ გამოფრქვეული წვეთები, თუ ის ინფიცირებულია COVID 19-ით ეს წვეთები შეიცავს ვირუსს და შეიძლება თქვენი ინფიცირების მიზეზი გახდეს, თუ ძალიან ახლოს აღმოჩნდით ასეთ ადამიანთან

გადამდებ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.

კომენტარები