კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ, არაა საჭირო, კერძი დისტანციურად გასტყორცნონ

რესტორნებსა და კაფეებში ჩვეულებრივი მომსახურება იქნება. მიმტანების აღჭურვილობა და ჩაცმულობა არ იქნება ანალოგი ექიმების ჩაცმულობის, რომლებსაც კოვიდიან პაციენტებთან მუშაობა უწევთ. არც იმის საჭიროება არ არის, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე. მომსახურება იქნება ჩვეულებრივი და ამჟამად არც ორკვირიანი მორიგეობის რეკომენდაცია არ არსებობს. ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში სიტუაცია, იცვლება გამოცდილება, გროვდება გარკვეული მტკიცებულებები, რომელთაც ჩვენ რეკომენდაციებში ვიზიარებთ ხოლმე. თუ რაიმე შეიცვალა, აუცილებლად გაცნობებთ. 

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი. პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება, ხოლო 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში.

კომენტარები