კროონავირუსი საქართველოში

იმნაძე: 10-მდე შემთხვევაა იმ ადამიანების, რომელთაც გადატანილი აქვთ COVID 19 და ვერ გაიგეს

ნამდვილად იყო ასეთი ადამიანი, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი და ვერ გაიგო. ჩვენ ასეთ ტესტებს დიდი ხანია ვატარებთ, იმ შემთხვევაში, როდესაც ვეძებდით ინფიცირებულების და უკვე დადასტურებულთა კონტაქტებს. მათ ვიკვლევდით არა მხოლოდ PCR დიაგნოსტიკით, არამედ, ანტისხეულებზეც.

გვაქვს დაახლოებით 10-მდე დადასტურებული შემთხვევა ადამიანების, მათ ვიკვლევდით არამხოლოდ სწრაფი ტესტით, არამედ ე.წ ელაიზა მეთოდით. ეს უფრო დამაჯერებელი პასუხია, რომ ანტისხეულები ნამდვილად არის. გერმანული ტესტებია. ასეთი ადამიანები ნამდვილად იყვნენ. თითებზე ჩამოსათვლელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

კომენტარები