მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: მე ჩემი უკრაინისთვის ბრძოლას საქართველოს ბრძოლადაც მივიჩნევ

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება საქართველოსთან არის, რომ როდესაც უკრაინა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სწორედ მაშინ ამოვვარდით ფორმიდან საქართველოში. როცა იანუკოვიჩი გვყავდა უკრაინაში, მაშინ ჩვენ იმდენად იზოლირებულები გავხდით ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობისგან დასავლეთში რომ ჩვენ შანსი აღარ გვქონია, ამიტომ მე ჩემი უკრაინისთვის ბრძოლას საქართველოს ბრძოლადაც მივიჩნევ, გეოპოლიტიკური გადმოსახედით. იცით, მე წავედი ოდესაში [...] ძალიან ბევრი პატივსაცემი ადამიანი უკრაინაში უარს ამბობდა ოდესას მერობაზე, უარს რადგან იცოდნენ, რომ ყოველდღე აფეთქებები იქნებოდა, ყოველდღე სეპარატისტების თავდასხმები იქნებოდა და მე რომ წავედი, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ საქართველოსთვის წავედი, იმიტომ, რომ ოდესა რომ დაცემულიყო მაშინ საერთოდ უნდა დაგვევიწყებინა საქართველოს კავშირიზე ცივილიზებულ სამყაროსთან.

შესაბამისად, ყველაფერს, რასაც მე აქ ვაკეთებ გარკვეულწილად საქართველოსთვისაცაა [...] თუმცა, საქმე იმაშია, რომ თუ უკრაინა მართლა რეფორმირდა, თუ უკრაინა მართლა შეიცვალა, ეს რეგიონის მთლიან ლოგიკას შეატრიალებს. საქართველოც კი რეფორმირდება რუსეთის მსოფლმხედველობის გავლენისაგან. წარმოგიდგენიათ უკრაინა მართლა რომ რეფორმირდეს? ეს პუტინის სისტემის დასასრული იქნება, სწორედ ამიტომ პუტინი ყველაფერსს გააკეთებს, რომ უკრაინის წარმატებული რეფორმა არ დაუშვას. მისთვის მთავარი დაპირისპირება სამხედრო არაა - ამაში მას ყოველთვის უპირატესობა ექნება, მაგრამ ამა თუ იმ წარმატებული რეფორმის შემთხვევაში არ იცის, როგორ მოიქცეს.

ამბობს Atlantic Council-თან ინტერვიუში საქართველოს ყოლფილი პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი.

კომენტარები