ევროპული საქართველო

კაპანაძე: პრემიერთან კითხვები იქნება იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც 2 დღის წინ იკადრა

ჩვენი ინტერპელაცია პრემიერმინისტრთან დღეს ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, მაგრამ ჯერ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია და ეხება ჩვენ მიერ წარდგენილ გეგმას, რომლის არცერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არც გადასახადების შემცირება, არც საპენსიო თანხების დაბრუნება მოქალაქეებისთვის, არც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არც სოციალური დახმარებების უფრო თანაბრად და იმ ჯგუფებისთვის მიცემა, ვისაც მართლა სჭირდება, არ გაუთვალისწინებია.

გარდა ამისა [კითხვები იქნება] იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც გახარიამ იკადრა 2 დღის წინ, როდესაც პარლამენტში იყო კითხვა-პასუხი

ამის შესახებ ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ, პრემიერმინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი გახარია 29 მაისს ინტერპელაციის ფარგლებში საპარლამენტო ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარები