ენმ

გოცირიძე: პრემიერს ვკითხავთ, სად არის ის დახმარებების პაკეტი, რომელიც არავის მიუღია

[პრემიერმინისტრს ვკითხავთ], სად არის ამ უკიდურესად მძიმე ვითარებაში იმ დახმარებების, თუნდაც მწირი დანაპირების პაკეტი, რომელსაც თვეებია, ხელისუფლება პირდება და დღემდე არავის მიუღია. მთავარი შეკითხვა შეეხება იმას, რომ სიღატაკის დაძლევის არანაირი შანსი ამ ხელისუფლებას არ აქვს და მათ უნდა წარმოადგინონ რეალური გეგმა, თუკი შეუძლიათ, ანტიკრიზისული, მართლაც ქმედითი გეგმის სახით, თუ არადა, მათ უნდა გაითვალისწინონ ჩვენი, ოპოზიციის შეთავაზებები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, პარლამენტში პრემიერმინისტრის მისვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. 29 მაისს პრემიერი გახარია საპარლამენტო ინტერპელაციის ფარგლებში ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარები