წერეთელი გახარიას: თავდაჯერებულობა ცუდი არ არის, მაგრამ ამას საფუძველიც უნდა ჰქონდეს

თავდაჯერებულობა ნამდვილად ცუდი არ არის და უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია, მთავრობის მეთაურს, მაგრამ ამას საფუძველიც უნდა ჰქონდეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენც და თქვენც მათ შორის, ვსაუბრობდით, რომ ორ ფრონტზე მიდის ბრძოლა: ერთი, ეს არის ჯანდაცვის ნაწილი, მეორე - ეკონომიკური ნაწილი. 

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანა, რომ ვირუსის გავრცელება არ გვაქვს, მაგრამ მეორე ნაწილში არ მგონია, რომ რამე სატრაბახოა, პირიქით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი მოქალაქეები. 

პრემიერისგან საზოგადოებაც და ოპოზიციაც ელოდება იმას, რომ მან კონკრეტულად ისაუბროს იმ რიცხვებზე, იმ პროგრამებზე, რომლებიც ადამიანების უმძიმეს ყოფას გააუმჯობესებს

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო ინტერპელაციის ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები