გიგა ბოკერია

ბოკერია გახარიას: მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?

დღეს დილიდან პარლამენტის შეურაცხყოფის ახალი ტონი შეარჩიეთ? "თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ". ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ. მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ? თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო? 

დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი? და პოლიტიკური პასუხი არ აგოთ მაგაზე. დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ, ხომ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდით რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ, ხომ? მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდევ არ იქნებოდა პრობლემა, ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესებს ვინც ფეხებზე იკიდებს, "კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო“, იმასთან უნდა დაწვეთ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდ გულზე იყოთ აქ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ? ეგ არის ქვეყანას რაც გამოადგება თქვენი აზრით? მინდა გირჩიოთ ერთი რამ, ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას ითხოვენ პოპულისტებიო და ხუთ დღეში გახსენით. ახლა მოგვისმინეთ, ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება, ტონი შეიცვალეთ. იქნებ რაღაც გაიგოთ. ეს სისულეეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეიტინგებზე, ტყუილები... იქნებ გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანას, თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს.

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, მიმართავს.

კომენტარები