უგულავა გახარიაზე: უკეთეს ოპოზიციაზე ავტორიტარიზმში შემჩნეული ლიდერები ლაპარაკობენ

დღეს ახალი სრული ნონსენსი შემოგვთავაზეს, უკეთეს ოპოზიციას ვიმსახურებთო. ეს არის ავტორიტარიზმის ნიშანი და ერთ-ერთი გამოვლინება. როგორც წესი, უკეთეს ოპოზიციაზე ავტორიტარი მმართველები საუბრობენ. თავისი არსით, ცნება უკეთესი ოპოზიცია არ არსებობს - უკეთესი ოპოზიცია არის ხელისუფლება. 

როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს უკეთეს ოპოზიციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საერთოდ არაფერი აღარ აქვს სალაპარაკო. ხელიფულების საქმე არის ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არასდროს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის ის, თუ როგორია ოპოზიცია. ვინ ლაპარაკობს უკეთეს ოპოზიციაზე? ლაპარაკობს ვლადიმერ პუტინი. ყველა ისეთი ლიდერი, რომელიც შემჩნეულია ავტორიტარიზმში 

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პალიტრანიუსის ეთერში. "ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს", - თქვა პრემიერმინისტრმა გახარიამ დღეს, 29 მაისს, პარლამენტში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები