კობახიძე: გოიმი არ არის რაღაც შეურაცხმყოფელი ეპითეტი, ეს არის ფაქტის კონსტატაცია

გოიმი ჩემთვის ნიშნავს უპრინციპობას, როდესაც ერთ დღეს კონკრეტულ პოლიტიკოსს უწოდებ სისტემის ერთერთ ჯალათს და მეორე დღეს გამოდიხარ და საკუთარ ოფისში მას ხელს უწევ როგორც გმირს, ეს არის გოიმობა, ეს არის უპრინციპობის უმაღლესი მწვერვალი, ეს არ არის რაღაც შეურაცხმყოფელი ეპითეტი, ეს არის ფაქტის კონსტატაცია.

შეურაცხმყოფელი ეპითეტი არის მაგალითად, რასაც ოპოზიცია ხშირად ხმარობს, კლოუნი. კლოუნი ხომ არ არის რაღაც შეფასება, ეს არის შეურაცხყოფა.

ამ შემთხვევაში გოიმობა არის იმ სურათის ამსახველი ტერმინი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მაგალითად, რამდენიმე დღის წინ,  ლეიბორისტული პარტიის ოფისში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რუსთავი ორის ეთერში, გადაცემა ღამის კურიერში ხსნის, რატომ ეძახის ოპოზიციას გოიმს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები