წესების დაცვა

გამყრელიძე: დავაკვირდი და ავტობუსებში დაცული იყო წესები, თუმცა მიკროავტობუსებში - არა

ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი, ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ, ქალაქში გადაადგილებისას, ვაკვირდებოდი, რამდენად იცავენ წესებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ავტობუსებში დაცული იყო წესები და გამიხარდა, თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. 

დღეს მომიწია ერთ დიდი საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანების მიღების, რიგში დგომის და დამცავი საშუალებებით აღჭურვილობის წესები.

მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი. გვექნება ახალი შემთხვევები, 3-5-10-15 არ არის ეს დიდი პრობლემა, მართვადია, ჯანდაცვის სისტემა ამას თავისუფლად მართვას.

ერთადერთი არის რომ ძალაში რჩება სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდდთან ერთად. 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაცვის შესახებ.

კომენტარები