გამყრელიძე: საქართველოში პლაქვენილით ნამკურნალებ არც ერთ პაციენტთან გართულება არ გვქონია

საქართველოში პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფთან გართულება არ დაფიქსირებულა და ის დღეს კიდევ გამოიყენება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გაიდლაინებში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ პლაქვენილი კარგად შესწავლილი პრეპარატია, უბრალოდ კოვიდის დროს იქნა გამოყენებული და დაკვირვებების და ანალიზების შემდეგ, ჯანდაცვის ორგანიზაციამ პრეპარატის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. თუმცა, არის კვლევები, სადაც პირიქით, მისი უპირატესობაა ნაჩვენები. დაველოდოთ ბევრ სხვა კვლევას.

ამ ეტაპზე საქართველოშიც შეჩერდა მისი დანიშვნა, მაგრამ ამ დაავადების მკურნალობა ძირითადად ეტიოლოგიური არ იყო, არც ერთ წამალს დღეს არ აქვს კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამ დაავადების მკურნალობა არის, იყო და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული - ანუ წინა პლანზე არის ტემპერატურის დამწევი საშუალებები, ჟანგბადის მიწოდება, რიგი კვლევები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენეს, სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულები, გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმა და სხვა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, COVID 19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს, რომლებიც პლაქვენილს იღებდნენ, გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ. ამის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევიდან პრეპარატი დროებით ამოღო. პრეპარატის გამოყენება საქართველოშიც შეჩერდა.

კომენტარები