გუშინდელი და დღევანდელი მატების შემთხვევები ამ ეტაპზე არ არის შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი. მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში, ცხელი წერტილი. ველოდებოდით, რომ გვექნებოდა შემთხვევები, გარდა იმისა, რაც ადრე დავადგინეთ.
ამავე დროს, ე.წ. საბურთალოს კლასტერში არიან ინფიცირებულის კონტაქტები და ვთქვით, რომ ინფიცირებული ჩვენი კოლეგაა. ჩემი კოლეგა არის სამედიცინო მუშაკი სხვა დაწესებულებიდან. ამ კლასტერიდან სულ 100 კონტაქტი იქნა გამოკვლეული. გუშინდელ 11-ს კიდევ დაემატა 4 და სულ გვაქვს 15 დადებითი შემთხვევა ამ კლასტერიდან.
ზოგადად, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში გარკვეულად შემთხვევებმა იმატა. ალბათ, მოსალოდნელია, რომ ჩვენც გვქონდეს შემთხვევების რაოდენობის მატება. ეს არ უდნა იყოს არავითარი პანიკის საფუძველი. დღევანდელი 26 ახალი შემთხვევა პანიკის არავითარი საფუძველი არ არის. ყველა ეს შემთხვევა არის კონტროლს ქვეშ. ვიცით თითოეულის კონტაქტები, ვახდენთ იზოლირებას, მკურნალობას, ვინც დადებითია და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას.
რა თქმა უნდა, შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია, იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ეს არ არის პანიკის საფუძველი. ეს პროცესები ქვეყანაში მართვადია, ეპიდსიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს.