კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კორონავირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. შეუძლებელია, ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ეს არის გლობალური პანდემია და ვერც ერთი ქვეყანა, ცალკე აღებული, ვირუსს ვერ დაამარცხებს. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში, ასევე სივრცეში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში 2 ახალი კლასტერი გაჩნდა. ერთი თბილისში და ერთიც მარნეულის სოფელ მერეთში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვირუსის ეფექტური კონტროლი. აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა და მე მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო - ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი. განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვართ და თავშეყრის ადგილებში. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები