კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები მკაცრად იცავენ ნორმებს

ჩვენი მოქალაქეებისგან, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, მკაცრად იყოს დაცული ყველა ის ღონისძიება და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა, განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს არის მოწოდებული, ვინაიდან, მხოლოდ მსგავსი ქცევა და ქცევის ნორმა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება. ეს, ალბათ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

ჩვენ დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომელიც არის მოწოდებული.

მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაშიც, რომლის ეტაპობრივი გახსნაც მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები