გახარია: საქართველო, პატარა ქვეყანა, შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი

იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი უკან დაბრუნების - ეკონომიკის ხელახალი დახურვის. მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს. მათ ვინც დაკარგეს სამსახური. ეს დახმარება არ არის საკმარისი და ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება, აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ კოვიდამდე ჰქონდათ. შემოსავალი რომელიც მათ უნდა მიიტანონ ოჯახში და დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე რომელიც ჰქონდათ წლის დასაწყისში. 

დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მერწმუნეთ, აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო, პატარა ქვეყანა შეძლებს, დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი და შეძლო კრიზისთან ადაპტაცია და შეძლო ასევე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინოს ვირუსი და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის ტურიზმს ამიტომ, დავიცვათ წესები

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები