კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რჩება გარკვეულ ოაზისად ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ამ ეტაპამდე ჩვენ მოვახერხეთ ინფექციის შეკავება და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენცია, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, არ უნდა მივეცეთ ილუზიას, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონა.

არა, ბატონო, კორონავირუსული ინფექცია ქვეყანაში არის და თუ ჩვენ ამ შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირობებში არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მაშინ შეიძლება, გვქონდეს ამ ტიპის [საბურთალოს და მარეთის კლასტერები] მიკროაფეთქებები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები