ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების

პირადად მე? არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია, მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი.

მეორედ ამის გარკვეულწილად შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით, რომ...

ამდენად, მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი.

მე ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ. მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას, მეტად გაიზარდონ, განვითარდნენ... ხომ ხედავთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში, იქნება ეს ჰეპატიტი, სხვა ბევრი გამოწვევა.

მე მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთი და იგივე მდინარეში არ შედიან სამჯერ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასა და კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ქართული ოცნებისგან ამ მხრივ შეთავაზება.

კომენტარები