ილია II

ილია II: დღეს რთული იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა

გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს დღესასწაულს. ვთქვათ ერთად ტროპარი წმინდა ნინოსი: "სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის". წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება.

თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას. ქადაგების ტექსტი საპატრიარქომ გაავრცელა.

კომენტარები