არჩევნები 2020

მდინარაძე: საარჩევნო სიაში ახალი სახეც იქნება და ჩვენი გუნდის გამოცდილი კადრებიც

კონცენტრირება და აქცენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ბუნებრივია ამ ყველაფერს ჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში მომავალი საარჩევნო სიის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები