კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: პარლამენტში აუცილებლად მივალ, ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ

საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება, ისევე, როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული COVID-19-ის სტრატეგიის დაგეგმარებასა და ყველა იმ ღონისძიების ჩატარებაში, რომელიც ჩვენ გავატარეთ. 

რა ტქმა უნდა, გარკვეული საჭიროებები გამოვლინდა ჯანდაცვაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მივუდგეთ ყოველივე ამას მეტად უფრო გლობალურად, რათა ჩვენ გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს გასცეს შესაფერისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. მე ამ შემთხვევაში ვგულისხლობ ჯანდაცვის სისტემას. ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას. 

პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი - კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.  

მე არა როგორც მხოლოდ მინისტრი, ზოგადად მოქალაქე ვარ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე, როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის შემდეგ.

კომენტარები