ტურიზმი

გახარია ტურიზმზე: ნელნელა, ეტაპობრივად, ყველაფერს დავაბრუნებთ, დაგვჭირდება დაახლოებით 1 წელი

მართლა ყველაფერს ვაკეთებთ, გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია, არ არის მარტივი. ვერც იმას ვიტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, იმედი გვაქვს იმის, რომ ნელნელა ეტაპობრივად ამას ყველაფერს დავაბრუნებთ, დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად, უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად - მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე - არ გამოვა არაფერი. 

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო - ქუთაისი პირველ რიგში და შემდეგ ბათუმი. ასე, რომ მზად უნდა ვიყოთ.

 

პრემიერი გიორგი გახარია ქუთაისში ტურიზმის წარმომადგნელბეს ხვდება.

კომენტარები