საქართველოს მთავრობა

პრემიერი შესაძლო გადადგომაზე: 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება

საბოლოო ჯამში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის - სად ვიქნები. რეალურად, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ.

ახლა რაც შეეხება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები