ტურიზმი

გახარია ტურიზმზე: უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ და ფული გადაიხადონ საქართველოში

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ და ფული გადაიხადონ საქართველოში ტურიზმში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან, ესეც შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს, ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდეგ უკვე მზად უნდა ვიყოთ, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ.

რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი გასაკეთებელია ფრთხილად და გონივრულად, თუმცა შესაძლებელია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად ვიქნებით პირველები, ვინც ეფექტურად გახსნის, ტურიზმზე ვსაუბრობ, თორემ ეკონომიკის ბევრი ნაწილი ჩვენ ბევრზე უკეთესად და სწრაფად გავხსენით და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო - 1 ივლისიდან იხსნება,

კომენტარები