კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ზღვაზე ბანაობა საშიში არაა, გასახდელებთან და გარუჯვისას უნდა იყოთ ფრთხილად

დღეს რაც არის მეცნიერული მტკიცებულებები - წყლით ეს ვირუსი არ გადადის. ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოყოფა, მაგრამ ეს არის "ერენემის" ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი.

ამიტომ ზღვაში ბანაობა სახიფათო არ არის, ასევე, აუზზე ბანაობა საშიში არ არის, მითუმეტეს, იქლორება ყველა აუზი.

მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად გასახდელებთან, ასევე, პლაჟებსა და აუზთან არსებულ სივრცეებთან, სადაც დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები