ნიღბის ტარება

იმნაძე: თითო ახალი შემთხვევა რომ ვლინდება, კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები იმისათვის, რომ ყველანაირი რისკების სამართავად ვიყოთ მზად. ის, რომ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, ბოლო დღეებში, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. რადგანაც, სამწუხაროდ, კორონავირუსი არსად გამქრალა, ჩვენს გვერდით არის ისევ. ვხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად, განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი, პირველ რიგში ეს არის ნიღბების ტარება და ფიზიკური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა. 

პირბადე თუ უკეთია დაინფიცირებულს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს ესეც ამცირებს რისკს და თუ ორივეს უკეთია - ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს გადაცემის რისკი. ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია, ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს. სახლში, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის გავრცელებისა და წესების დაცვის შესახებ საუბრობს.

კომენტარები