lgbt უფლებები

ლელოს წევრი: LGBT ადამიანებმა არ იციან, სახლში დაბრუნდებიან თუ არა უსაფრთხოდ, უნდა ვაღიაროთ

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სანამ ერთი ადამიანის უფლებაც კი იქნება უხეშად, ძალადობრივად დარღვეული, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ავაშენეთ ან ვაშენებთ ძლიერ, წარმატებულ და ბედნიერ ქვეყანას. ამ ღირებულებებს იზიარებს ლელოს უკლებლივ ყველა წევრი...

... მე მყავს ქალიშვილი, რომელიც არის ძალიან დიდი აქტივისტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ძალიან ხშირად მონაწილეობს ამ ტიპის მხარდამჭერ აქციებში. ერთხელ, 17 მაისის შემდეგ, ჩემი ქალიშვილი როცა სახლში დაბრუნდა, მას აქვს პირსინგი სახეზე, მან მითხრა - დედა, მე მეშინია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლის, იმიტომ, რომ უხერხულობა ვიგრძენი.

მე მაშინ გამიჩნდა პირველად, როგორც დედას შიში, ჩემს შვილს ელოდება საფრთხე.

ეს ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ლგბტ თემს, ყოველ დღე იღვიძებენ, გადიან ქუჩაში და არ იციან, ისინი სახლში დაბრუნდებიან თუ არა უსაფრთხოდ.

ჩვენ ეს პრობლემა უნდა ავღიაროთ, როგორც სოციალური პრობლემა, ამას უნდა გავუსწოროთ თვალი და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთელმა საზოგადოებამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები

ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი, წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, 6 ივნისს ლგბტქ+ ადამიანებზე საუბრისას თქვა, რომ "უმცირესობების უფლება ძალიან კარგად არის დაცული". ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლების წინააღმდეგია და "შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ".

კომენტარები