ღარიბაშვილი: რატომ დადის მელია გარეთ, რატომ? მიუღებელია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება

რატომ დადის მელია გარეთ, გამაგებინეთ? რატომ, რატომ დადის? მიუღებელია ჩემთვის [სასამართლოს ეს გადაწყვეტილება]. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასეთი პრეცედენტების დაშვება არ შეიძლება. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პრეცედენტები. ეს უბიძგებს სხვა ადამიანებს, რომ ხვალ და ზეგაც ჩაიდინონ იგივე და გაიმეორონ

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პალიტრანიუსის ეთერში 20 ივნისის საქმეზე. ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული. მას ასევე გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები