ენმ

გოცირიძე: 20 ივნისის აქცია შედგება ყველა წესის დაცვით, კანონის ფარგლებში

20 ივნისს აქცია შედგება. შედგება ის ყველა წესის დაცვით, შედგება კანონის ფარგლებში და მათ შორის პანდემიის მდგომარეობასთან შესაბამისად. არაფერი უკანონო აქ არ არის, არავის არ აუკრძალავს. ყველა მიხვდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ხელისუფლება არის მოძალადე და ძალადობის მთავარი მოტივი არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი ხერხებით.

ამ ერთმა წელმა, ფაქტობრივად, გამოაფხიზლა ქართველი ხალხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის, განცხადებას. ვოლსკიმ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თქვა, რომ აღიქმება, როგორც "სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება".

კომენტარები