კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი საზოგადოება, ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ

ჩვენთან, საქართველოში დამთავრდა პირველი ტალღა და ამან დათვური სამსახური არ გაგვიწიოს. რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი საზოგადოება და ძალიან სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე...

...ბევრი მაგალითი იყო, როცა ხალხმრავალი შეკრებები განახლდა. სურათი დაიდო Facebook-ზე, კაფე "ფაბრიკაში“ ელემენტარულად არ იყო დაცული არანაირი სოციალური დისტანცია, პირბადეები, არაფერი.

სულ ამის ფიქრი მქონდა და ამაზე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ არ შეიძლება რომ შევირგოთ ის, რასაც მივაღწიეთ ამ პირველი ტალღის დროს?

მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა

უთხრა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველ არხს.

კომენტარები