კონგრესმენების კრიტიკული ანგარიში

კილაძე: ივანიშვილი პროდასავლურია თუ პუტინის კაცია, ამის ყველაზე კარგი შემფასებელი ქართველი ხალხია

მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე კარგად აფასებს ქართველი ხალხი, ბრძენი ხალხი, რომელიც მას თითქმის ყოველ წელს 2012 წლის შემდეგ, არჩევნებზე  ხმას აძლევს და უპირობო მხარდაჭერას უცხადებს , იმიტომ რომ ეს ხალხი აქ ცხოვრობს, ამ ქვეყანაში და  ყოველდღიურად ხედავს, რა კეთდება და რა არ კეთდება. იმას, ბიძინა ივანიშვილი პროდასავლურია თუ პუტინის კაცია, ყველაზე კარგად ქართველი ხალხი აფასებს. ამიტომ მგონია, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, როცა კიდევ გვექნება არჩევნები, სულ რამდენიმე თვეში, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს ამ კითხვას პასუხს ძალიან სწორად, ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. 

უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე კონგრესმენების ანგარიშზე. 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა უნდა გაზარდოს სანქცირებული ადამიანების სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.

კომენტარები