დღევანდელ [ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის] მოსმენას არ დავესწრებით, [თავდაცვის] სისტემაში არის კორუფცია ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაში. მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციას არ უპასუხებს, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა და თავხედური განცხადება, მაგრამ არც ჩვენ ვთვლით მას შეკითხვების ღირსად, ერთადერთი, ჩვენ დავდეთ სანაძლეო, რამდენჯერ ახსენებს "ბატონ ბიძინას". ჩემი აზრით, ახსენებს 7-ჯერ და ახლა დავითვლით, თუ ვისი პროგნოზი გამართლდება.
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში