ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, მათთვის მიუღებელია ეკლესია, ჯარი, პოლიცია

გარე საფრთხეების გარდა ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალების გააქტიურებას. ქვეყანაში რყევები ძლიერდება მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელთა ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში მაღალი ნდობის და ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, ჯარი, პოლიცია. ასევე, მიუღებელია საზოგადოების განწყობებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ლიდერები და ინდივიდები.

თქვა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ის საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში წარსდგა.

კომენტარები