ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

გოცირიძე ღარიბაშვილის გამოსვლაზე: გულში მაინც იტყვის 60-ჯერ "გმადლობთ ბატონო ბიძინა"

ახლა ყველაზე მეტად ღამის შოუებს ეწყინებათ, წინასწარვე გავაფრთხილე, არ თქვა-მეთქი, როგორც კი ამას იტყოდა, მერე მთელი ერთი თვე ეყოფოდათ ეს ჩანაწერი და ახლა ჩემზე არიან გაბრაზებულები, რატომ გააფრთხილეო, მაგრამ გულში იტყვის 60-ჯერ, ყოველ წუთში ერთხელ იტყვის - გმადლობთ ბატონო ბიძინა, გმადლობთ ბატონო ბიძინა.

ენმ-ის ლიდერი რომან გოცირიძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, გამოსვლას ეხმაურება. მინისტრის საათის დაწყებამდე, გოცირიძემ ივარაუდა, რომ ღარიბაშვილი მინიმუმ 7-ჯერ ახსენებდა "ბატონ ბიძინას".

კომენტარები