ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

ქართული ოცნების დეპუტატი ღარიბაშვილს: ბატონო ირაკლი, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე

ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. თქვენ ომობდით არა მარტო ხილული მტრების წინააღმდეგ, არამედ უხილავი მტრის წინააღმდეგაც და ის შედეგები, რაც არის მიღწეული ჩვენი ქვეყნის მიერ კოვიდთან ბრძოლაში, ეს არის თქვენი დამსახურებაც. 

ბატონო ირაკლი, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ჯარის წინაშე, ეს სიტყვები არის გულიდან ამოსული. ეს არ არის დაწერილი და მოგონილი, ეს არის ჩემში. მინდა, რომ ასე აზროვნებდეს ჩვენი მომავალი თაობა.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი მხეიძე, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

კომენტარები