ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

კახაძე ღარიბაშვილს: რა ბედნიერებაა, რომ თქვენ იწოდებით თავდაცვის სამინისტროდ

მოხსენებას მოვუსმინე, უდიდესი მადლობა, მინისტრო. მოგესალმებით, მადლობას გეუბნებით თქვენ და თქვენს უწყებაში, საერთოდ თქვენს სისტემაში ყველა ადამიანის ღვაწლისა და საქმიანობისათვის.

რა ბედნიერებაა, რომ თქვენ იწოდებით თავდაცვის სამინისტროდ. ეს არის საამაყო სათქმელი, რომ თავდაცვისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, როგორც საკუთარი პოტენციალით, ისე შეძენილი ცოდნის მეოხებით.

გარდა ამისა, არასდროს გაჟღერებულა თავდასხმის ინტრიგა, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი ჯილდო, რომ ყველა საქმის მოგვარება მშვიდობიანი გზით, მუდმივ რეჟიმში, საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე მიიღწევა.

მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება.

კომენტარები