ევროპული საქართველო

ბოკერია: ღარიბაშვილი სიმბოლოა იმის, როგორი არ შეიძლება, იყოს თავდაცვის მინისტრი

[თეა] წულუკიანის არ იყოს, ღარიბაშვილი სიმბოლოა იმის, როგორი არ შეიძლება იყოს თავდაცვის მინისტრი, საერთოდ პოლიტიკოსი, მაგრამ განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც თავდაცვის ძალები აბარია. ის [ბიძინა] ივანიშვილის კლოუნებს შორის პირველ ან მეორე ადგილზეა სამარცხვინო კლოუნობის საკითხში და პარლამენტში დღევანდელი მისვლით ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, როდესაც კაცმა ქვეყნის პრობლემებისა და გამოწვევების ნაცვლად ძირითადად მის რეპუტაციაზე ილაპარაკა და იმაზე, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიან კრიტიკისაგან.

და რაც მთავარია, რა არ ესმის მართლა პირველყოფილი შეხედულების ადამიანივით, მას ჰგონია, რომ მისი რეპუტაცია იგივეა, რაც ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ძალების. მართლა ასე ჰგონია ამ კაცს, რომელიც იქცა ნეპოტიზმისა და კორუფციის სიმბოლოდ ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი. 

ასე შეაფასა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა.

კომენტარები