არჩევნები 2020

უგულავა: პროპორციულთან მიახლოებული სისტემაში ერთიანი სია არარეალიზირებადია

ერთიანი სიის იდეა მე მქონდა დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა სისტემა 73/77 რჩებოდა. ყველა ლიდერი ნაწილდებოდა მაჟორიტარულ ოლქებში, სია პირობითი იყო და დგებოდა ალფავიტის მიხედვით. სიაში ადგილს და პარტიულ კვოტებს აზრი არ ჰქონდა, რადგან ამ ყველაფერს კრავდა და რეალისტურს ხდიდა ის, რომ გამარჯვების შემდეგ რიგგარეშე, უკვე პროპორციული არჩევნები ტარდებოდა. ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა. სკეპტიკური იყო, მათ შორის, ენმ-ც. დღეს, როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს აჩევნები (120/30) ერთიანი სია არარეალიზირებადია. მეტიც, ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის. ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს, თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში. ამასთანავე, იმედი მაქვს, მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი.

2020 წლის არჩევნებისათვის ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წინადადებას ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა გამოეხმაურა.

კომენტარები