არჩევნები 2020

სანიკიძე: მთელი სულითა და გულით მხარს დავუჭერდი, რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთდეს

"ყოველთვის ერთი დიდი სიისა და ფრონტის მომხრე ვიყავი, როცა ვამბობთ ერთიანობას, ერთიანობა უნდა იყოს მთლიანი და არა სანახევრო. თუ საერთო საარჩევნო სია იქნება, რა თქმა უნდა, მაშინ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაც შესაძლებელია და ერთი დიდი ფრონტით შეიძლება ქართული ოცნების დამარცხება. აქ მთავარია, ერთიან სიაზე რამდენად მზად იქნებიან პოლიტიკური ორგანიზაციები. მე, მაგალითად, მთელი სულითა და გულით მხარს დავუჭერდი და ხელს შევუწყობდი, რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთდეს.

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე 2020 წლის არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წინადადებას გამოეხმაურა.

კომენტარები