არჩევნები 2020

ბოკერია: ერთიანი სიები და ვითარების ორპოლუსიანობა ივანიშვილის ინტერესშია

"პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ეს არის მათი ამოცანა და ეს არ გამოხატავს რეალობას. ოპოზიციაც, ამომრჩევლის წარმოდგენები და პოზიციები არის მრავალფეროვანი. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ – მაჟორიტარებზე კოორდინირებას და ცალ-ცალკე გამოსვლას,  ორივე ამოცანას პასუხობს. ამომრჩეველს ექნება საშუალება, ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მის იდეებს ქადაგებს. მეორეს მხრივ, პირველ ტურში დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და რისკებს შევამცირებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად. არ ვაპირებთ ამ იდეის განხილვას. საფრთხე არის, რომ ეს დაეხმარება ივანიშვილს ორპოლუსიანი საფრთხის დახატვაში. ეს არ მოხდება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ განმეორდება".

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია 2020 წლის არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წინადადებას გამოეხმაურა.

კომენტარები