კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე გაზრდილ შემთხვევებზე: მიმაჩნია, რომ პირველი ტალღა ჯერ არ დამთავრებულა

განგაშის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გადავაჭარბოთ, ვთქვათ, ჩვენი თავისუფლებებით. ჯერ კორონავირუსი არსად წასულა. ის კვლავ აქ არის. ლაპარაკია პირველსა და მეორე ტალღაზე, ეს უსაგნო ლაპარაკია. მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია. [საგანგებო მდგომარეობის შემოღების] თეორიული შანსი არის, ბევრმა ქვეყანამ ახლა შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის საჭიროება არ იქნება. ამის საჭიროება გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა იქნება შემთხვევების დრამატული მატება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია [სომხეთში]

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-თან საუბარში. 14 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 864.

კომენტარები