არჩევნები 2020

სამადაშვილი: ერთიანი სია კიდევ ერთხელ არის მხოლოდ კოალიციური ხედვის განმტკიცება

მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ მარტო ერთ პარტიას გაუჭირდება დაამარცხოს ივანიშვილის ქართული ოცნება არჩევნებზე. როდესაც საუბრობს მიხეილ სააკაშვილი იმაზე, რომ არჩევნების წინ შექმნას ერთიანი სია, ეს კიდევ ერთხელ არის მხოლოდ განმტკიცება ამ კოალიციური ხედვის არჩევნებამდე. მე ეს იდეა ასე მესმის და არ მესმის, ორპოლუსიანობას ეს როგორ შეუწყობს ხელს. თუ რომელიღაც პარტიას მიაჩნია, რომ ამითი ის თავის პარტიულ იდეებს იმდენად დააზიანებს, რომ ვერ შეიტანს საკმარის წვლილს საერთო ამოცანაში, რაც არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება.

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის წინადადებას 2020 წლის არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ

კომენტარები