ცერცვაძე: ისეთი პირი უჩანს, რომ პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება

ნუ დავყოფთ ტალღებად, ჯერ მთელს მსოფლიოში პირველი ტალღა გრძელდება. მართალია, დაიკლო შემთხვევებმა, მაგრამ ეს ჩვენთან დაიკლო, საქართველოში და სულ რამდენიმე ქვეყანაა ევროპაში, სადაც შედარებით დაიკლო ინფიცირების მაჩვენებელმა. რომ გადახედოთ მსოფლიო მონაცემებს, მსოფლიოში შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ეს ყველაფერი პირველი ტალღის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ მთლიანად არ დასრულებულა, ასე რომ, მეორე ტალღაზე ჯერ საუბარი არ შეიძლება. ამაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როცა პირველი მთლიანად დასრულდება, ანუ არ იქნება არც ერთი შემთხვევა და ეს პერიოდი გაგრძელდება გარკვეულ ხანს, მაგალითად, 2 კვირას. ახლანდელი მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს პირველი ტალღის ნარჩენებად, გაგრძელებად. დასუსტდა პირველი ტალღა, თუმცა, გრძელდება.

ორი ვარიანტია, ერთი, რომ პირველი ტალღის ნარჩენები თანდათან შემცირდეს და როცა დიდი სიცხეები დაიწყება, დავიდეს იმ დროისთვის მინიმუმამდე. მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, ოქტომბერ-ნოემბერში მეორე ტალღა იქნება თუ არა, უფრო სუსტი იქნება თუ უფრო ძლიერი. მეორე ვარიანტია, რომ პირველი და მეორე ტალღა ისე გადაებას ერთმანეთს, რომ მათ შორის წყვეტა ვერ დავინახოთ, რადგან კორონავირუსს არ აღმოაჩნდა ისეთი სეზონურობა, როგორსაც მოველოდით. საქართველოში კიდევ სეზონურობის გარკვეულ ნიშნებს ამჟღავნებს, სხვაგან არა. ასე რომ, პირველი ტალღის დამთავრებაზე საუბარი არასწორია, შესაძლოა, ის დამთავრდეს სადღაც ერთ თვეში და მერე ვიფიქროთ, როგორი იქნება მეორე ტალღა. 

ამბობს IPN-თან საუბარში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები