ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რაც დღეს ხდება, არავითარი საფუძველი შეზღუდვების გაძლიერებისა არ არის

ის, რაც დღეს ხდება, არავითარი საფუძველი შეზღუდვების გაძლიერებისა არ არის, უფრო მეტი თვითშეგნება სჭირდება ჩვენს  მოსახლეობას. უნდა გავითავისოთ, რომ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა - დავიცვათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, მარტო სახელმწიფო ვერაფერს იზამს, თუ საზოგადოება გვერდში არ ამოუდგა.

ჩვენ კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ველოდებით ცივ შემოდგომაზე, ანუ აცივებისას. ახლა ვფიქრობ, ეს უფრო დაკავშირებულია შემსუბუქების პოლიტიკასთან, რომელიც პროგნოზირებადი იყო, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

ამბობს რუსთავი 2-თან საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

კომენტარები