არჩევნები 2020

ჯაფარიძე: თუ ერთიანი სია გაკეთდება, ეს საშუალებას მისცემს ივანიშვილს, იგივე თამაში ითამაშოს

თუ გვინდა ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება, ამისთვის ოპოზიციურმა პარტიებმა ცალ-ცალკე უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი სია გაკეთდება, ეს საშუალებას მისცემს ბიძინა ივანიშვილს, იგივე თამაში ითამაშოს, რასაც თამაშობდა, რომ იქით ნაციონალური მოძრაობაა და აქეთ ქართული ოცნება და მხოლოდ ამ ორს შორისაა არჩევანი.

ასე ეხმაურება გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინადადებას 2020 წლის არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ.

კომენტარები