გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

გაბუნია კადიროვს პასუხობს: არ ვაპირებ არანაირი ბოდიშის მოხდას

"მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება იგივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებით ხოხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ არანაირი ბოდიშის მოხდას, პოზიციაც ზუსტად ისეთი მაქვს, კიდევ ცოტა ვთქვი მაშინ პუტინზე, უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა. მეტს მე ვერაფერს გავაკეთებ, ჩემში ვერაფერს შევცვლი. აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე – სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე".

მთავარი არხის ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია რამზან კადიროვის მის მიმართ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კომენტარები